საკანალიზაციო წყლების ღრმა ბიოლოგიური წმენდის სადგური ტპს

 

სადგური ტპს ემსახურება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო გამდინარი წყლების გაწმენდას ისეთი დამაბინძურებელი ობიუქტებისგან როგორებიცაა: კერძო სახლები, წარმოებები, კემპინგები, სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, სასტუმროები, რესტორნები, ავტოგასამართი სადგურები, კაფეები, აგარაკები და ა.შ.

ტპს სადგური ამუშავებს კანალიზაციას 210 მ3/დღე-ღამეში.

ბიოლოგიური წმენდის მეთოდი მდგომარეობს ორგანულ ნივთიერებათა ბიოქიმიური ორგანიზმებით დაშლაში . გაწმენდის შემდეგ საკანალიზაციო წყლები კარგავენ ლპობის უნარს, ხდებიან გამჭვირვალენი, მნიშვნელოვნად კლებულობს ბაქტერიული დაბინძურება. სადგურიდან გამოსვლისას ვიღებთ წყალს და ნადებს, რომელიც გამოიყენება როგორც სასუქი.

იმ შემთხვევაში თუ სადგურს შეუწყდება წყლის მიწოდება იგი სიცოცხლისუნარიანია სამი თვის მანძილზე და არ სჭირდება დამატებითი კონსერვაცია.

ბიოლოგიური წმენდის სადგურის ტპს-ის უპირატესობები:

-საკანალიზაციო წყლების წმენდის სრული ავტომატიზაცია

-ფუქციონირების დიდი ვადა (სულ მცირე 50 წელი)

-მძაფრი სუნის უქონლობა

-ქვიშის ფილტრის არსებობა, რაც უზრუნველყოფს მის 98%-იან წმენდას. აკმაყოფილების წმენდის ევროპულ სტანდარტებს

-გარემოს უსაფრთხოება

-ნებისმიერი სახის ნიადაგში ჩადგმის შესაძლებლობა

-გადამუშავებული მასის გასატანი სპეცმანქანა საჭირო არაა, მომხმარებელს თავად შეუძლია მარტივი მოქმდებით ნადების გამოდევნა სადგურიდან.

-გაწმენდილი წყალი შეიძლება გამოყენებულ იქნას სარწყავად

-ნარჩენი ლექის გამოყენების შესაძლებლობა  როგორც სასუქი.

-კომპაქტურობა (სადგურში ჩამონტაჟებულია ყველა მოწყობილობა და არ საჭიროებს დამატებით სივრცეებს.

-მცირე დანახარჯები მოვლისას რაც გამოიხატება მხოლოდ ელექტროენერგიაში და ნადების გამოტანის მომსახურების ხარჯში (თუ სხვას დაიქირავებთ გასაწმენდად)

სადგურის წმენდის ტექნოლოგიის უპირატესობა მდგომარეობს ქვიშიან ფილტრში რაც დაპატენტებულია და ფრიად იშვიათია. იგი მესამე საფეხურია გასუფთავებაში და რეალურად უზრუნველჰყოფს 98%-იან წმენდას.