კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
 
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებ-გვერდზე - www.geonovation.ge გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ.  კონფიდენციალურობის პოლიტიკა გამოიყენება მაშინ, როცა თქვენ ეწვევით ან დაათვალიერებთ ჩვენს ვებ-გვერდს, რაიმე პროდუქტის შეძენის გარეშე, როდესაც დარეგისტრირდებით ვებ-გვერდზე და როდესაც თქვენ გამოიყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს რაიმე პროდუქტის შესაძენად. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, გთხოვთ, ასევე წაიკითხოთ ზოგადი წესები და პირობები, რომელიც შეიცავს ინფორმაციას როგორც კონფიდენციალურობის, ასევე, სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიცავს ინფორმაციას თუ როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვიღებთ ზომებს, იმისთვის რომ დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება.  ჩვენი ვებ-გვერდის ნებისმიერი და ყოველი ხელმისაწვდომობისას და გამოყენებისას ივარაუდება, რომ ეს კონფიდენციალობის პოლიტიკა წაკითხულია, გაგებულია და მისაღებია თქვენთვის.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ  კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განახლდეს პერიოდულად, ამიტომ მოგიწოდებთ ამ ინფორმაციის პერიოდული გადამოწმებისკენ.
ვებ-გვერდს მართავს შპს ,,ჰიდროიმპორტი’’, ს.ნ. 400121051, მის: თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის მტკვირს მარცხენა სანაპირო #21.
; ტელ: 0322500180  ელ. ფოსტა: info@geonovation.ge
 
პერსონალური მონაცმების მოპოვება, დამუშავება და მათი მიზნები
 
თქვენთან დაკავშირებით შეგროვებული პერსონალური მონაცემები, ჩვენს მიერ გამოყენებულ იქნება ვებ-გვერდის ფუნქციონირების,  ჩვენი ბიზნესისა და ჩვენს მიერ შემოთავაზებული მომსახურებების განვითარების  მიზნით, მათ შორის: ვებ-გვერდის სარგებლობის გამარტივებისთვის, პროდუქციის და სერვისების დანერგვისა და შეთავაზებისთვის, მარკეტინგული აქტივობების განხორციელებისთვის  (მათ შორის პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებისთვის), მომსახურე ბანკის მიერ განვადების დამტკიცებისა და გადახდების მართვისთვის, შემეცნებითი ინფორმაციის მიწოდებისთვის.  თქვენთან დაკავშირებით შეგროვებული პერსონალური მონაცემები, ასევე, გამოყენებული იქნება, საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისთვის, დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციისთვის.
ჩვენს მიერ მონაცემების შეგროვება ხდება მაშინ როცა თქვენ შემოდიხართ და სარგებლობით ჩვენი ვებ-გვერდით, ასევე, მაშინ როცა თქვენ მოგვმართავთ რაიმე მომსახურების ან პროდუქტის მიღების მიზნით, იქნება ეს სატელეფონო, ელ. ფოსტის, ჩვენი ვებ-გვერდის, ონლაინ ჩათის თუ წერილობითი ფორმით.
ციტადელს შესაძლოა წვდომა ჰქონდეს  მესამე პირების პერსონალურ მონაცემებთან, როდესაც მომხმარებელი ყიდულობს პროდუქტს და სურს პროდუქცია ჩაიბაროს სხვა პირმა, ასევე, მაშინ  როდესაც პროდუქტის შეძენისთვის თანხის გადამხდელი განსხვავდება პროდუქტის მიმღებისგან. ასეთ შემთხვევებში, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ გაქვთ ასეთი პირების თანხმობა მათი მონაცემების ჰიდროიმპორტისთვის გამჟღავნებასთან დაკავშირებით და დარწმუნდეთ, რომ მათ მიაწოდეთ ინფორმაცია კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით. თქვენ იქნებით პასუხისმგებელი იმ ინფორმაციის და მონაცემების გამჟღავნებასთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ასეთ მესამე პირებს, თუ ისინი არ მოგაწვდიან მათ გამოხატულ თანხმობას ამასთან დაკავშირებით და ნებისმიერი არასათანადო და არაკანონიერი ინფორმაციის გამოყენებისას.
თქვენი პერსონალური მონაცემები ძირითადად მოპოვებული და დამუშავებულია ელექტრონული საშუალებებით (მათ შორის ელექტრონული შეგროვების ისეთი ავტომატური სისტემის საშულებით როგორიცაა Cookies/„ქუქი“)  და ზოგიერთ შემთხვევაში, მატერიალურად (დოკუმენტების) მეშვეობით.
ჩვენ ძირითადად შესაძლოა მოვიპოვოთ და დავამუშავოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • სახელი, გვარი;
  • პირადი ნომერი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • სხვა ნებისმიერი თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია;
  • IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე შემოსვლა;
  • ვებ გვერდზე ვიზიტთან დაკავშირებული ინფორმაცია. მათ შორის ინფორმაცია ვიზიტის ადგილის, ვიზიტის ხანგრძლივობის და ვებ-გვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ.
თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება იმ გზით, რომელიც საშუალებას აძლევს ციტადელს მოახდინოს თქვენი იდენტიფიცირება იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც მოხდა პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება. გთხოვთ, მოახდინოთ თქვენს ანგარიშზე თქვენი პერსონალური მონაცემების ნებისმიერი ცვლილების განცხადება, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს, რომ თქვენი მონაცემები არის ზუსტი და განახლებული, შესაბამისი და სრული.
 
პერსონალურ მონაცმეთა კონფიდენციალურობის დაცვა
 
კანონით განსაზღვრული თქვენი ნებისმიერი პერსონალური მონაცემი ჩვენი მხრიდან იქნება  დაცული, მისი სხვა პირთა მიერ ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მესამე პირებისთვის მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია წინამდებარე კონდინციალურობის პოლიტიკაში განსაზღვრული მიზნების შესრულებისთვის (მაგალითად, ჩვენ შესაძლოა გაუმჟღავნოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია მესამე მხარეს, რომლიც უზრუნველყოფს, ჩვენი სახელით, კონკრეტულ მომსახურების მოწოდებას). თქვენი მონაცემები, ასევე, შეიძლება გამჟღავნებული იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ან სასამართლო ხელისუფლებისთვის, კანონის შესაბამისად ან ასეთი ორგანიზაციების ოფიციალური მოთხოვნის შემთხვევაში.
სხვა შემთხვევაში, მომხმარებელთან  დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია მესამე პირს (პირებს) შესაძლებელია მიეწოდოთ მხოლოდ ზოგადი სტატისტიკური ანალიზის მონაცემის სახით, რომელიც არ იძლევა პირის ან მისი რაიმე პერსონალური მონაცემის იდენტიფიცირების საშუალებას.
წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა ეხება მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოყენებასა და გამჟღავნებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ.  სხვა ვებ-გვერდებს, რომლებზე გადამისამართებაც შეიძლება მოხდეს ჩვენი ვებ-გვერდიდან, საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა და  ასეთი ინფორმაციის გამოყენებისა და გამჟღავნების პრინციპები აქვთ. თუ თქვენ დაუკავშირდებით მსგავს ვებ-გვერდს, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ წაიკითხოთ მათი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარეთა საქმიანობაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ონლაინ ინფორმაციის მიმოცვლა არ არის აბსოლუტურად დაცული და თქვენ მიერ გაცემულ ნებისმიერ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ. აქედან გამომდინარე გთხოვთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ პაროლებისა და სხვა ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით.
 
თქვენი უფლებები:
 
თქვენს უფლებებს ადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:
  •  რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  •  მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
  • ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
  • მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
 
პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადა
 
თქვენი პერსონალური მონაცემების მოპოვება და დამუშავება იწყება თქვენ მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე შემოსვლის დროიდან. მიღებულ ინფორმაციას ვინახავთ ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენი პირადი ანგარიშის არსებობის განმავლობაში. თქვენი პერსონალური მონაცემები, ასევე, შესაძლოა შენახულ იქნეს ვებ-გვერდზე თქვენი პირადი ანგარიშის გაუქმების შემდეგაც, იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველვყოთ საჩივრებსა და კითხვებზე პასუხის გაცემა.
თუ გსურთ ვებ-გვერდზე თქვენი პირადი ანგარიშის გაუქმებასთან ერთად წავშალოთ ჩვენს ხელთ არსებული თქვენი პერსონალური მონაცემები, შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოგვიგზავნოთ ჩვენს ელ. ფოსტაზე. ასეთ შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები წაიშლება თქვენი მოთხოვნის მიღებიდან 01 თვის ვადაში.